საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის კომერციული სამართლის კომისიის და ორგანიზაცია ,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ადვოკატებს შესაძლებლობა ეძლევათ გერმანიის საადვოკატო ბიუროში პროფესიული სტაჟირება გაიარონ კომერციული სამართლის კუთხით. სტაჟირების ხანგრძლივობა–6 კვირა.
მოთხოვნები: მოქმედი ადვოკატი ( კომერციული სამართლის განხრით);
ასაკი –35 წლამდე;
გერმანული ენის ცოდნა სავალდებულოა.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა არის 26 დეკემბერი 18:00 საათი.
გასაუბრება შედგება 27 დეკემბერს.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ადვოკატთა ასოციაციის საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურს, ეკა ხიმშიაშვილს ტელ: 597705555. ელ–ფოსტა pr@gba.ge.